„ამ კონკრეტული გოგოტიშვილის და ახალაიას წინაპრებმა, ჯერ კიდევ მათი შთამომავლობის გენმოდიფიცირების ჟამამდე – უეჭველი ფლობდნენ ჩვენი კლასიკოსის სიბრძნეს: “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”. ამხელა ძალისხმევა რომ გაქვს დახარჯული რუსთაველის გამზირის გადაკეტვებზე, დიადი შოთას ეს მარადიული შთაგონება როგორ არ უნდა გაგხსენებოდა…
მე კი მეორე ქართული კლასიკაც მახსენდება, ამჯერად კინემატოგრაფიული. წმინდა პოზიტიური მოტივაციით და კეთილი განზრახვით, დაცვის მხრიდან მოწმე რუბენ ხაჩიკიანი, თავისი ყოველი მომდევნო ჩვენებით ძირს რომ უთხრის ძმაკაცის, ბრალდებული მიზანდარის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ოღონდ ამ კონკრეტულ მოკლე დიალოგში – რომელია “ხაჩიკიანი” და რომელია “მიზანდარი” – ამის გარჩევა გამიძნელდება…
სუფთა “პრევენტიულად” ინტერესდება გოგოტიშვილი – იმ ძალებზე და საშუალებებზე დაყრდნობით (ალბათ, შემოტანილი შეიარაღებაც იგულისხმება), ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს “ჩაუშვებს” – ახალაია აქაც “პრევენტიულად” იშვერს ხელს გადატრიალების ორგკომიტეტისკენ, და “ჩემგან რა გინდათ” პონტში: მეო რაც მევალებოდა, გავაკეთეო, ეხლა მათი (თქვენი) გასაკეთებელი უჩემოდ რამენაირადო…
საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ – ერთმანეთის “პრევენტიულ” და “პოსლეზე” ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები. აქ – ახალაიას როლი და ადგილი ამ ყველაფერში მეტნაკლებად გასაგებია. მაგრამ! ხვალ გაუკუღმართებული მოტივაციის მქონე რომელიმე დასავლურმა ორგანიზაციამ მორიგი ჟურნალისტური “ოსკარი” – გოგოტიშვილსთვისაც თუ მოამზადა, დაჯილდოვების დარბაზში ამ ვიდეოს გაშვებას ვურჩევ – ქართული “ჟჟჟურნალისტიკის” თვალსაჩინოების მიზნით…“- წერს ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში თავად მონაწილეობას არ იღებდა: საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ – ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია
პოლიტიკა