— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი – ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა

დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა…

“დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით – შლაგბაუმისა და შესასვლვლელი კარების გარღევით საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი.
ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს გარშემო არაერთი მწვავე დაპირისპირება განვითარდა – 2016 წელს ლგბტ აქტივისტების მხრიდან საპატრიარქოს შენობასთან პროვოკაციული აქციებისა და სიმბოლიკის დატანის მცდელობებიდან დაწყებული, 2021 წელს Tbilisi Pride-ის ირგვლივ გამწვავებული იდეოლოგიური კონფლიქტით დასრულებული, როდესაც ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აქტივისტების ნაწილი ეკლესიას „შეუწყნარებლობაში“ ადანაშაულებდა და მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის შემცირებას მოითხოვდა.
მაგრამ, დღეს რაც ჩაიდინეს – მსგავს ვანდალობას მაინც ვერ რისკავდნენ. ეტყობა პოლიტიკურ პროზექტურაში მოთავსების წინ იმდენად გაშმაგებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანია ჩვენი მოთმინებით, პრაგმატიზმით და პოზიტიური მომავლის იმედით – რომ ვეღარ გაუძლეს. აქამდე საპატრიარქოს კუთვნილ შენობებზე ფართომასშტაბიანი ფიზიკური თავდასხმების ან შტურმის დადასტურებული ფაქტები არ დაფიქსირებულა – ასე რომ, ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა,” – წერს ქართველიშვილი.