თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები…

“ ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ.

ამ სიბინძურეს გაქცეული გახარიას დავალებით მისი ჩამოქცეული პარტიის უნიჭო წევრები აკეთებენ მხოლოდ ერთი – გაღმა შედავების პრინციპით. საქმე იმაშია, რომ თავად გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა. მაშ ასე:

1 – ზაზა თავაძე – იყო ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმის ძალოვანი სისტემის საკვანძო ფიგურა და ადეიშვილის მარჯვენა ხელი

2004 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
2004-2007 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის უფროსი;
2007-2008 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;
2008-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე;
2010 წლის 30 მარტიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

2 – ნათელა მეზვრიშვილი – იყო ადეიშვილის პროკურატურის ჯალათი პროკურორი

2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი.
2007-2009 წლებში იყო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2009 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი.
2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი.
2010-2012 წლებში მეზვრიშვილი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი.

3 – კახაბერ ქემოკლიძე – იყო ჯერ მერაბიშვილის, ხოლო შემდეგ ახალაიას ძალოვანი სისტემის მსახური

2005 წელს – საქართველოს პარლამენტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სტაჟიორი;
2011-2012წწ. – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ანალიტიკოსი;

აი ამ ჯალათებით დაკომპლექტებული პარტია სხვისკენ იშვერს ხელს და ნაცების გუნდში ყოფნაზე აპელირებს.

4 – ტატიანა ხვედელიანი – იყო ლადო ვარძელაშვილის მარჯვენა ხელი, პოლიტიზირებული სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და ზონდერი სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტებში აწარმოებდა სისხლიანი რეჟიმის აგიტაციას.” – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან… პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია

59 წთ წინ1 წთ
ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს

2 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს

2 სთ წინ2 წთ