თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს
პოლიტიკა

პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო

პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან…

პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოკითხვისას მიუთითა, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

პროკურორის თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანის გამოკითხვაზე დაბარება გადაწყდა, რადგან საგამოძიებო ორგანომ მიიჩნია, რომ პირი შესაძლოა, ფლობდეს რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვა პირებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ შეიტყო მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილიდან. შესაბამისად, რაიმე დამატებითი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებას არ მიუღია მისი დაკითხვის შემდგომ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვა პირებმა, რომელთა გამოკითხვის გადაწყვეტილებაც მივიღეთ, მიუთითა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საჯაროდ გაკეთებულ წერილზე და ამ წერილთან დაკავშირებით მანაც გარკვეული კითხვის ნიშნები დასვა ამ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შესაძლოა პირი ფლობდეს რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოკითხულიყო“, – განაცხადა მედეა ცირამუამ.

კითხვაზე, აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოიკითხებიან თუ არა ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძეც, პროკურორი აცხადებს, რომ „გამოკითხვის საჭიროება ამ ეტაპისთვის არ არსებობს“

„მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაიმე სახის ინფორმაციაზე ვერ მიუთითა გამოკითხვისას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის ბრალდებებზე მის გამოკითხვის ოქმში კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ინფორმაცია არ ფიქსირდება, მათი გამოკითხვის საჭიროება ამ ეტაპისთვის არ არსებობს, თუმცა გამოძიება გრძელდება და თუ ვინმეს გამოკითხვის საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირები გამოიკითხებიან“, – განაცხადა მედეა ცირამუამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა: ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

40 წთ წინ2 წთ
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

4 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა

7 სთ წინ1 წთ