თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური “ცოფიანი ქოფაკია”, რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს

დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური “ცოფიანი ქოფაკია”, რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი…

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება, სადაც გელერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა“.

ქართველიშვილის თქმით, გალერის განცხადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციასა და მიკერძოებულ შეფასებებს ემყარება, მიზნად ისახავს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას.

„მაიკლ გალერი – ევროპარლამენტის ტიპიური “ცოფიანი ქოფაკია”, რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის ყველაზე კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს. სუბიექტობადაკარგული ერთ-ერთი ევროპული სუბსტანციის ეს წარმომადგენელი, საკუთარ ოჯახში უამრავი პრობლემების გადასაფარად – იაფფასიანი შულერობით არის დაკავებული ქართველი პოლიტიკური ლიდერების მისამართით. დღეს საფრანგეთის ქუჩებში 50 ათასზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა ევრობიუროკრატიის და კოლექტიური გალერების მიერ ევროპის კატასტროფამდე მიყვანის გამო – მაგრამ ის კვლავ საქართველოსთვის იცლის.
მისი ყოველი ანტიქართული საჯარო აქტივობა აგებულია დეზინფორმაციულ რეზოლუციებსა და განცხადებებზე, სადაც საქართველო წარმოდგენილია არა როგორც სუვერენული ლოგიკისა და უსაფრთხოების ინტერესების მქონე სუბიექტი, არამედ როგორც ვასალურ „შესაბამისობაში მოსაყვანი“ ობიექტი.
გალერის ფიგურის ირგვლივ ყველაზე ტოქსიკური შრეა – ინტერნეტში გავრცელებული ბრალდებები მის ფარულ ლობიზმსა და გარე დაფინანსებაზე, მათ შორის ვერსიები პრო-არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ანტი-კატარული ლობიზმის თაობაზე – რაც უკვე ევროპარლამენტის უფრო “სავიზიტო ბარათად” იქცა, ვიდრე გამონაკლისად.
ეს სიუჟეტები ფართოდ ცირკულირებს ქსელში და მათი მდგრადი არსებობა აჩვენებს იმ პოლიტიკოსის რეპუტაციულ მოწყვლადობას, რომელიც სხვებს აქტიურად ასწავლის “მორალს”, თუმცა რაც უფრო ხმამაღალია მორალური ლექციები, მით უფრო ყურადღებით აკვირდებიან მის საკუთარ კავშირებსა და მოტივებს. საქართველოსთან მიმართებით ყოველ ცილისწამებასა და უსამართლობას – აუცილებლად მოჰყავს მოქმედებაში “ბუმერანგის პრინციპი”. ასე რომ, არ გაგვიკვირდეს უახლოეს მომავალში მისი გვარის სულ სხვა კონტექსტში მოხსენიება. ჯერჯერობით კი, საბოლოო სურათი მარტივად ყალიბდება: მაიკლ გალერი – ბრიუსელის ნორმატიული ხაზის რიგითი მატარებელია, სადაც ნებისმიერი სუვერენიტეტი ეზიზღებათ, სუბიექტობის – ეშინიათ და მის მატარებლებს – ასე უკბილოდ ებრძვიან.“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

20 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

20 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

21 სთ წინ2 წთ