თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი:  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა – ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში – და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი

დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის…

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდება.

ქართველიშვილის განცხადებით, „სამშობლოს ღალატის“ მუხლი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან გააუქმეს იმ მიზეზით, რომ „საკუთარ რიგებში ღალატის გრადუსმა“ ხელისუფლების წარმომადგენლები შეაშინა.

„ესე იგი – საკუთარ თავებს ეს მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაუუქმეს სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა – ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. ან ერთმანეთის დამჭერი ვინ იყო – მაგრამ მაინც შეშინდნენ და გააუქმეს. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, არა უმანკო – მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში – და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი.

რამეთუ – ამაში მაინც იყო დარწმუნებული: ჩვენ რიგებში ვინც გინდა იგულისხმეთ, მაგრამ სამშობლოს მოღალატეები არ არიან. თუმცა, ღმერთმა არ ქნას – რომ გაჩნდეს და მაშინაც ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც არ ერიდებათ საკუთარი გუნდის წევრების არც მხილება და არც სამართლიანი დასჯა. უსამშობლოთა მხრიდან – მინიშნებები და  “დასაჭერების” საქაღალდის რეანიმირება საჭირო აღარ გახდება. მაგრამ, ხომ ატყობთ – როგორ შეაშინა მოღალატეთა კლასტერი მათ მიერ გაუქმებული მუხლის დაბრუნებამ სისხლის სამართლის კოდექსში.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – და ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობის იმედი ნურავის ნუ ექნება. ამას არა “დასაჭერთა” საქაღალდე გადაწყვეტს, და არც სოციალურ ქსელებში გაკეთებული “სარესტორნო შეკვეთა”: აი – იმის თავი მომიტანეთ. მართალია, მოცეკვავე სალომეაც გვყავს და შემკვეთი ნანულაც – მაგრამ ჰეროდე მეფე ვეღარ იძლევა ბრძანებებს, იოანეს თავი მომგვარეთო. საბოლოო დასასრულისკენ მიდის თქვენი სისხლიანი როკვა და ის ქართველი შევარცხვინე – ვისაც თქვენ შურისძიებით დააშინებთ.“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

9 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

10 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

10 სთ წინ2 წთ