— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც წესით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ პენსიას ერთბაშად 45 ლარით ზრდიან, ეს პენსიონერისთვის უკვე საგრძნობი თანხაა და არა უბრალოდ „ფორმალობისთვის“ გაკეთებული ნაბიჯი

დავით ქართველიშვილი: როდესაც წესით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ პენსიას ერთბაშად 45 ლარით ზრდიან, ეს პენსიონერისთვის…

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პრემიერ -მინისტრის ინიციატივას პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით მატება, ნაცვლად გათვალისწინებული 20 ლარისა, ხანდაზმულებისთვის დამატებითი ფინანსური დახმარებაა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ძალიან დადებითია თვითონ მიდგომა: მშრალი ფორმულებისა და მინიმალური გაცემების ნაცვლად, მთავრობამ იპოვა შესაძლებლობა, ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ გადაეწყო – როდესაც ხელისუფლება ხედავს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი სინამდვილეში.

მისივე თქმით, ასეთ აშკარა პლუსსაც კი ოპოზიციონერი კრიტიკოსები სავარაუდოდ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოაბრუნებენ – რადგან მათი მთავარი ამოცანა ნებისმიერ, ხალხისთვის ყველაზე პოზიტიურ სიახლეშიც კი, ნეგატივის პოვნაა.

„ როდესაც წესით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ პენსიას ერთბაშად 45 ლარით ზრდიან, ეს პენსიონერისთვის უკვე საგრძნობი თანხაა და არა უბრალოდ „ფორმალობისთვის“ გაკეთებული ნაბიჯი. მაღაზიაში, აფთიაქსა თუ კომუნალურების გადახდისას დამატებითი 25 ლარი რეალური დახმარებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ადგილზე არ ჩერდება. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ 70 წლამდე ასაკის ადამიანები არ დაივიწყეს და იმაზე მეტად მხარდაჭერა გადაწყვიტეს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი.
ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფა სერიოზული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ფული არ „დაიკარგება“. პენსიონერები თანხას ბანკში მომავლისთვის კი არ ინახავენ, არამედ ეგრევე ბრუნვაში უშვებენ: ყიდულობენ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ეხმარებიან შვილებსა და შვილიშვილებს. გამოდის ორმაგი სარგებელი: ხანდაზმულებსაც ცოტათი მაინც შეუმსუბუქდებათ ცხოვრება და ეს ფული პირდაპირ ეკონომიკაში წავა, რაც ადგილობრივ მოვაჭრეებსა და მწარმოებლებს შეუწყობს ხელს.
ძალიან დადებითია თვითონ მიდგომა: მშრალი ფორმულებისა და მინიმალური გაცემების ნაცვლად, მთავრობამ იპოვა შესაძლებლობა, ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ გადაეწყო – როდესაც ხელისუფლება ხედავს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი სინამდვილეში. გვინდა ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი სასიამოვნო სიახლეები კარგ ტრადიციად იქცევა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულო ვარ – ასეთ აშკარა პლუსსაც კი ოპოზიციონერი კრიტიკოსები სავარაუდოდ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოაბრუნებენ. რადიკალური ოპონენტები მაინც იტყვიან, რომ 45 ლარი „ზღვაში წვეთია“ საერთო ფასების ზრდის ფონზე, ხოლო თვითონ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო მოსყიდვას ან გადასახადის გადამხდელების ხარჯზე გაკეთებულ პოპულიზმს დაარქმევენ – რადგან მათი მთავარი ამოცანა ნებისმიერ, ხალხისთვის ყველაზე პოზიტიურ სიახლეშიც კი, ნეგატივის პოვნაა“, – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

5 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

5 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

5 სთ წინ3 წთ