თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის – ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი – ნულის ტოლია დონალდ ტრამპი – ესპანეთი მიგრაციული კრიზისის გამო განადგურდება
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის – ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი – ნულის ტოლია

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული…

ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დაპირისპირების დროს ადგილი ჰქონდა მუქარის დემონსტრირებას, მათ შორის, იარაღის გამოყენების ან მისი გამოყენების მცდელობის ჩვენებას.

ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი ქცევა საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ასეთ შემთხვევებში ემოციური თვითრეგულაციისა და ძალადობის შეკავების უნარი მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული.

„ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი. კონფლიქტმა, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილი ბანალური კომენტარების განხილვით დაიწყო, მომენტალურად გამოააშკარავა სუბიექტის აბსოლუტური ინტელექტუალური არასრულფასოვნება.
მწირი ლექსიკური მარაგის, აზროვნების ელემენტარული კულტურისა და მორალურ-ეთიკური კატეგორიების დეფიციტის გამო, რაც “ჰომო-საპიენსის” დონეზე მაინც აუცილებელია ზრდასრული დიალოგის წარმართვისთვის – ადამიანი მყისიერად დაეშვა ყველაზე პრიმიტიულ ფსიქოლოგიურ დაცვამდე: არაკონტროლირებადი გარეგნული მუქარის ტრანსლირებამდე.
განხილული ტიპაჟის საკვანძო მარკერია იარაღის გამოყენება ან ამის დემონსტრაციული მცდელობა, როგორც ფსიქოლოგიური «ყავარჯენი» ფატალურად მყიფე ეგოსთვის.
აღებული 30-წუთიანი პაუზა «არგუმენტების მოსატანად» წასვლის სახით და შემდგომ დაბრუნება უბეში დემონსტრაციულად ჩაყოფილი ხელით – ეს ფსიქოლოგიაში ცნობილი ჰიპერკომპენსაციის კლასიკური აქტია. ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის – ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი – ნულის ტოლია.
პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი დემონსტრაციული ფსიქოზის მიღმა, როგორც წესი ყოველთვის იმალება არარაობა და მხდალი სულიერი სუბსტანცია. ელიზბარაშვილი შეიჭრა დაწესებულებაში, დარწმუნდა, რომ ოპონენტები წავიდნენ და დაიწყო ყვირილი შეიარაღების გარეშე მყოფ დაცვაზე – ეს არის ინფანტილური აგრესორის ტიპური ქცევა, რომელსაც სჭირდება სპექტაკლი, უსაფრთხო სცენა «სახიფათო ადამიანის» როლის მოსარგებად, რეალური წინააღმდეგობის შეხვედრის რისკის გარეშე.
სწორედ ემოციური თვითრეგულაციის ამ უუნარობაში იმალება ასეთი ინდივიდების მთავარი საფრთხე საზოგადოებისთვის. მათ სრულად აქვთ ატროფირებული შინაგანი ტაბუები, ხოლო რეალობის აღქმა დამახინჯებულია საკუთარ სისუსტეში მხილების მუდმივი შიშით. ნებისმიერ მიკროსკოპულ გამღიზიანებელზე ან საყოფაცხოვრებო შენიშვნაზე ისინი რეაგირებენ, როგორც სასიკვდილო საფრთხეზე თავიანთი გაბერილი ეგოს მიმართ, და გონების დეფიციტს კომპენსირებენ ძალადობის არაადეკვატური, შეუსაბამო ესკალაციით.
მსგავსი წყობის ადამიანები დესტრუქციის პირდაპირი და პროგნოზირებას დაუქვემდებარებელი წყაროა. ამოფარებულნი ხმამაღალ სიტყვებს, იმიჯს ან მხარდაჭერის საზოგადოებრივ ფორმებს – კრიტიკულ მომენტში მათ მართავს მხოლოდ პანიკა და სინდისის არქონა. ეს სწორედ ის ფსიქოტიპია, რომელსაც ყრუ შინაგანი სიმხდალისა და იარაღის ქონის გამო შეუძლია ზურგში დანა ჩაგარტყას ან მანქანით გადაგიაროს უბრალოდ იმის გამო, რომ არ ეყო არც ტვინი, და არც სიტყვით პასუხის გაცემის უნარი…“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო… პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ

1 წთ წინ3 წთ
გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ

45 წთ წინ2 წთ
დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

1 სთ წინ3 წთ