— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
Uncategorized

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ გარდაცვლილ სულიკო ასათიანზე: ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, მარცხენა თვალი ჰქონდა ამოთხრილი, მკლავები ჩალურჯებული – ეტყობა, ჩამოკიდებული ჰყავდათ და ასე აწამებდნენ

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ გარდაცვლილ სულიკო ასათიანზე: ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი…

ვიდეოკამერა დააყენეს, როგორც კი მიცვალებული ჩამოასვენეს და აფიქსირებდნენ ყველას, ვინც მოვიდოდა. იღებდნენ და მერე, ღამე აგზავნიდნენ ზოგან ნათესავს, ზოგან – ზონდერს, რომ ეს ხალხი დაეშინებინათ და აღარ მოსულიყვნენ. არავინ იყო, ერთი ათი კაცი იქნებოდა. მე ვიცოდი, რომ ფულს სთავაზობდნენ მეზობლებს, 50-50 ლარს, ვინც არ მოვიდოდა დასაფლავებაზე ისეთი ზნედაცემულები იყვნენ, ქართული რომ
არაფერო ჰქონდათ, – ამის შეაახებ პოლიტიკოსმა, დავით ლორთქიფანიძემ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ნაწამებ და მოკლულ სულიკო ასათიანზე საუბრისას განაცხადა.

მან გადაცემაში “რეჟიმის ანატომია”, დეტალურად გაიხსენა სულიკო
ასათიანის ცხედარზე არსებული წამების კვალი და დაზიანებები.

“ჩემი თვალით დავინახე, რასაც ქალბატონი შორენა ბრძანებს, რომ გადახადეს [ცხედარს], ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, მარცხენა თვალი ჰქონდა ამოთხრილი – პირდაპირი მნიშვნელობით, ამოგდებულო ჰქონდა თვალი. ხელები მკლავებზე ჰქონდა ჩალურჯებული, ეტყობა ჩამოკიდებული ჰყავდათ და ასე ჩამოკიდებულს აწამებდნენ. “ზელიონკები” იმიტომ წაუსვეს, რომ მაშინ სასიცოხლო თვისებები ჰქონდა შენარჩუნებული ჯერ კიდევ ეტყობა და იფიქრეს, რომ გადარჩებაო. რომ მოკვდა – მოკლეს, არ მინდა თქმა, რომ
შემოაკვდათ – მერე უკვე მიუშვეს პროცესი და დააფარეს რაღაცები.” – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

დავით ლორთქიფანიძემ ასევე გაიხსენა, რომ ოჯახის მიერ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ აღებული ნიმუშების შედარება სახელმწიფო ექსპერტიზის პასუხებთან ვერ მოხერხდა, რადგან დოკუმენტები გაანადგურეს.

“მივმართე პროკურატურას და ბატონი ალექსანდრე გეჯაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი ჩამოვიდა, მიცვალებული ამოასვენეს, გადაასვენეს ქუთაისში, მორგში. მან აიღო შესაბამისი ბიოლოგიური ანალიზები, მაგრამ, რისთვისაც უნდა შეედარებინა ეს ყველაფერი, ის აღარ იყო ფიზიკურად. არავითარი უფლება, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს არ ჰქონდა, რომ
ეს გაენადგურებინა, მაგრამ, გაანადგურა,” – განაცხადა ლორთქიფანიძემ .

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ… Uncategorized

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა

2 დღის წინ5 წთ
თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

19 ნოემბერი4 წთ
თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს

29 ოქტომბერი4 წთ