— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: ქრისტიანობას რომ თავი დავანებოთ, მთელი მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ეფერებიან ამ ბავშვებს. მსგავს თემაზე ხუმრობა მიუღებელია. იუმორი აჩვენებს ადამიანის ინტელექტს და აზროვნებას

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: ქრისტიანობას რომ თავი დავანებოთ, მთელი მსოფლიოს…

მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით დაავადებული და პატარკაციშვილის ფონდმა სრულად განკურნა. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „კვირასთან“ იუთუბერების იუმორისტულ გადაცემაზე საუბრისას განაცხადა, როდესაც მონაწილეები ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.

მისი თქმით, იუმორი აჩვენებს ადამიანის ინტელექტს და აზროვნებას და მიუღებელია მსგავს მგრძნობიარე თემაზე ხუმრობა.

„ადამიანებს გვერდში დგომა, თანაგრძნობა უნდათ. ადამიანმა ყველაფერი უნდა მოიკლოს, მშობლების და ოჯახების ტრაგედია რომელიც ყველაზე მძიმეა ცხოვრებაში… მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით დაავადებული და პატარკაციშვილის ფონდმა სრულად განკურნა. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა… ვის უნდა მოუვიდეს თავში ეს სისულელე. ეს დაცინვის თემა ძალიან ზღვარზე სასიარულო თემაა… მტკივნეულია. სიკვდილი ტრიალებს ოჯახებში. ქრისტიანობას რომ თავი დავანებოთ, მთელი მსოფლიოს წარმატებული ადამიანები, სპორსტმენები იქნებიან, მუსიკოსები თუ მეცნიერები, ყველანი მიდიან და ეფერებიან ამ ბავშვებს. როგორ შეიძლება? მსგავს თემაზე ხუმრობა, რასაკვირველია, მიუღებელია. ტკივილის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რა სახუმარო თემა ეს არის? იუმორი აჩვენებს ადამიანის ინტელექტს და აზროვნებას.“-განაცხადა ალექსანდრე გალდავამ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ