— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი „თრიალეთის თასი – 2025″-ის ჩემპიონია

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი „თრიალეთის თასი – 2025″-ის ჩემპიონია

საქართველო ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს „თრიალეთის თასი – 2025″-ს პირველად მასპინძლობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა – დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა – სპორტულ ცეკვებში ჩემპიონობა იზეიმა.

მათ რითმულ ცეკვებში 80,35 ქულა დააგროვეს, თავისუფალ ცეკვაში – 123,04 ორი პროგრამის ჯამში კი 203,39 და „თრიალეთის თასი – 2025″-ის ჩემპიონები გახდნენ.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „თრიალეთის თასი – 2025″ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.