— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მეოთხე ეპიზოდში, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთ მნიშვნელოვან უწყებებში, როგორიცაა ინგლისის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა, შეინიშნება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკა, დავოსის ელიტის მხარეს დგომა და ტრანსაქტივისტების მიერ კონკრეტული დეპარტამენტების მიტაცება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მეოთხე ეპიზოდში, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციაში არსებულ…

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, საკუთარ თავსაც და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც, თავადვე ჩამოართვა ძალაუფლება, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებაში, ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი, წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია.

“ინგლისის ბანკი საზოგადოებას მორალს უკითხავდა ბრექსიტის დამაზიანებელ შედეგებზე, კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე და ამასთანავე თავადვე დააწესა საკუთარი DEI (მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის) პოლიტიკა. ფინანსთა სამინისტრო ფაქტობრივად ჩინეთის, ევროკავშირის და დავოსის ელიტის მხარეს დგას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინსტიტუციურად ანტიისრაელურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროზე გავლენა მოახდინეს ისლამისტურმა ძალებმა. თანასწორობის დეპარტამენტი ტრანსაქტივისტების მიერ არის მიტაცებული. მსგავსი მაგალითების გაგრძელება შეიძლება. ბრიტანეთში საზოგადოებას ჩამოუყალიბდა მოლოდინი, თითქოს პრემიერ-მინისტრს შეუძლია პრეზიდენტის მსგავსი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენება. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარული ხდება.” – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

მისივე განმარტებით, ამ პრობლემების დიდი ნაწილი, შედარებით ახალია, მაგალითად, რამდენიმე ასეული კვაზი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, უზენაესი სასამართლო კი ანგარიშვალდებულებისაგან 2005 წელს გათავისუფლდა.

“თუმცა, ამ პრობლემების დიდი ნაწილი შედარებით ახალი წარმონაქმნია. უზენაესი სასამართლო და ანგარიშვალდებულებისგან თავისუფალი სასამართლო სტრუქტურები 2005 წელს შეიქმნა. სამოქალაქო სამსახურის კოდექსი კანონად 2010 წელს იქცა. 400-ზე მეტი „quango“ – კვაზი სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც მათ ვუწოდებთ – ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. თვით მუდმივი სამოქალაქო სამსახურიც კი ყოველთვის არ არსებობდა: იგი დაარსდა 1854 წელს, Northcut Travel-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

8 სთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

8 სთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

9 სთ წინ5 წთ