— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს…

მე არ მგონია, რომ ეს კარგი გამონაკლისი იყოს. კონკრეტიკაც შემიძლია, მაგალითად, “ომეპრაზოლის” შემთხვევაში – ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტი, როდესაც საბაზრო ღირებულება ბრენდულის შემთხვევაში არის 15-20 ლარის ფარგლებში და ჯენერიკის არის – 12-18 ლარის ფარგლებში, ანუ, სხვაობა არის მინიმუმზე მინიმუმი,  –  ამის შესახებ  პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენლის, გუგა რამიშვილის რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა: “თუკი რომელიმე ორიგინალი [მედიკამენტი] არის იაფი და ჯენერიკები მასთან დაკავშირებით ძალიან იაფი არ არის, ეს კარგი გამონაკლისია და არა ცუდი გამონაკლისი.”

ხუნდაძის განმარტებით, ჯენერიკული მედიკამენტების ზოგადი პრინციპია ხელმისაწვდომობა, თუმცა, იმავე მოქმედების ეფექტით, რაც ორიგინალ მედიკამენტს აქვს.

“ზოგადი პრინციპი ჯენერიკის ხომ ეს არის, რომ ფასთან კონკურენციის გამო, ის იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, აქ ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი, იმიტომ, რომ ბიოექვივალენტობის ხარისხიც აქ სტანდარტულად დგინდება, ანუ, მოქმედების ეფექტი უნდა იყოს ერთი და იგივე. მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?” – აღნიშნა ხუნდაძემ.

გუგა რამიშვილმა ხუნდაძეს განუცხადა: “მოდით, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, წარმოგიდგენთ რაღაც მასალას, გამოგიგზავნით ან ელექტრონული ფოსტით, ან რაღაცით. ასეა თუ ისე, თუკი გენერიკული ომეპრაზოლი ღირს აქ იაფი და ორიგინალი ომეპრაზოლიც ღირს იაფი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გენერიკული ომეპრაზოლი უნდა გახდეს ძალიან, ძალიან, ძალიან, იმაზე იაფი, ვიდრე ვიღაცას წარმოება უჯდება, ჩემი აზრით.”

კომისიის დღევანდელ სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილება.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

3 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

4 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

4 სთ წინ5 წთ