რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილად მხოლოდ მოსკოვს განიხილავს.
მისი თქმით, შეხვედრის ჩატარების სხვა ადგილების შესახებ მსჯელობა უადგილოა.
„ჩვენ ჯერ მხოლოდ მოსკოვზე ვსაუბრობთ. როგორც დიპლომატები ამბობენ, ამ შემთხვევაში ევენტუალური საუბრები უადგილოა“, – თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ზელენსკის მოსკოვში ეპატიჟება, თუ ის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.




