— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

„დინამო თბილისისა“ და „აიაქსის“ ლეგენდების მატჩში ნვანკვო კანუც ითამაშებს

„დინამო თბილისისა“ და „აიაქსის“ ლეგენდების მატჩში ნვანკვო კანუც ითამაშებს

19 ოქტომბერს „დინამო არენაზე“, „დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლეგენდების მატჩი გაიმართება – ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ვეტერანები ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებს ეთამაშებიან.

ცნობილი გახდა, რომ მატჩში, რომელიც „სპორტს ორიენტის“ ორგანიზებით ტარდება, მონაწილეობას „აიაქსის“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნიგერიელი ფეხბურთელი ნვანკვო კანუც მიიღებს, რომელმაც ნიდერლანდურ გრანდში 75 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

კანუ „აიაქსში“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ამას გარდა, ნიდერლანდების სამგზის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელია.

ნიგერიელმა ფორვარდმა 1996 წელს ნიგერიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა, 1996 და 1999 წლებში ორჯერ დასახელდა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად.