— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს

დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილს ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.

როგორც ტრამპი წერს, 10%-იანი ტარიფები ნებისმიერ საქონელზე, რომელიც აშშ-ში იგზავნება, დაუწესდება: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.

„ახლა, საუკუნეების შემდეგ, დროა, დანიამ უკან მოგვცეს — მსოფლიო მშვიდობა ფსონზეა! ჩინეთსა და რუსეთს უნდათ გრენლანდია, დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის საწინააღმდეგოდ. მათ ამჟამად ორი ძაღლის მარხილი აქვთ დაცვისთვის, ერთი ახლახან დაემატა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეუძლია, ითამაშოს ამ თამაშში, და ძალიან წარმატებულადაც! ვერავინ შეეხება ამ წმინდა მიწის ნაწილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების და მთელი მსოფლიოს ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. ამის ფონზე, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი გრენლანდიაში ჩავიდნენ, უცნობი მიზნებით. ეს ძალიან საშიში სიტუაციაა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ, რისკის ისეთ დონეზე აიყვანეს საქმე, რომელიც არ არის მდგრადი. ამიტომ, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია მკაცრი ღონისძიებების მიღება, რათა ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაცია სწრაფად და ყოველგვარი კითხვის გარეშე დასრულდეს.

2026 წლის პირველი თებერვლიდან, ყველა ზემოთ ხსენებულ ქვეყანას (დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი), დაეკისრება 10%-იანი ტარიფი ნებისმიერ და ყველა საქონელზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება. 2026 წლის პირველ ივნისს, ტარიფი გაიზრდება 25%-მდე. ეს ტარიფი გადასახდელი იქნება მანამ, ვიდრე შეთანხმება არ მიიღწევა გრენლანდიის სრული და მთლიანი შეძენის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები 150 წელზე მეტი ხანია, ცდილობს ამ ტრანზაქციის განხორციელებას. ახლა, ოქროს გუმბათისა და თანამედროვე იარაღის სისტემების გამო, როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი, შეძენის საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასობით მილიარდი დოლარი ამჟამად იხარჯება უსაფრთხოების პროგრამებზე, რომლებიც დაკავშირებულია „გუმბათთან“, მათ შორის კანადის შესაძლო დაცვისთვის, და ეს ძალიან ბრწყინვალე, მაგრამ უაღრესად კომპლექსური სისტემა მხოლოდ მაშინ იმუშავებს თავისი მაქსიმალური პოტენციალითა და ეფექტურობით, თუ ეს მიწა მასში ჩართული იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ მზადაა მოლაპარაკებისთვის დანიასთან და/ან ამ ქვეყნებიდან ნებისმიერ ქვეყანასთან, რომლებმაც ასეთი დიდი რისკი შექმნეს, იმის მიუხედავად, რაც ჩვენ გავაკეთეთ მათთვის, მათ შორის მათი მაქსიმალური დაცვა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში“, – წერს ტრამპი

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

15 სთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

15 სთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

16 სთ წინ5 წთ