— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მედიცინა

მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურ ღონისძიებაზე, სეფსისისა და არაგადამდები დაავადებების საკითხებზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ პარალელურ ღონისძიებაზე “სეფსისი და არაგადამდები დაავადებები – გლობალური ჯანდაცვის დამალული კავშირი” სიტყვით გამოვიდა.

ღონისძიების მიზანი, სეფსისისა და არაგადამდები დაავადებების ურთიერთკავშირის წარმოჩენა და მათი ინტეგრირებული მართვის აუცილებლობის ხაზგასმაა. აღინიშნა, რომ სეფსისი ხშირად ვითარდება არაინფექციური დაავადებების გართულებებით და მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შესაბამის ეროვნულ სტრატეგიებში.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სეფსისის ეფექტური მართვა, ადრეული გამოვლენა და პრევენცია აუცილებელია, რაც მოითხოვს სექტორთაშორის თანამშრომლობასა და გლობალურ სოლიდარობას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე არაგადამდები დაავადებების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაზრდილია ქრონიკულ და ონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესებულია სამედიცინო სერვისების ხარისხის სტანდარტები.

ღონისძიება სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა გახსნა. თანათავმჯდომარეები იყვნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სეფსისის გლობალური ალიანსი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში. ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთისა და ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრებთან. შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს, ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე სომხეთის, ყაზახეთისა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს.