დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევში საბავშვო ბაღი გაიხსნა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 ბავშვს მოემსახურება.

ახალი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

უახლესი

მსგავსი სტატიები