“ანაკლიის თემაზე სასამართლოზე სრულიად გაფარჩაკებულმა, თანაც დიდი თანხით დაჯარიმებულმა ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ, როგორც კი გაიგო საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, პოლიტიკურ ველზე შემოგზავნა გათაღლითების გზაზე საკუთარი პოლიტიკური მამის მიერ კარგა ხანია შემდგარი, მაგრამ აქაც ბოლომდე ვერ შემდგარი ერთ დროს მემარცხენე, ახლა კი სიტუაციის შესაბამისად გამემარჯვენებულ “გატოპტვინებული” მისივე პარტიის წევრი ტიპიური “პოლიტშესტიორკა” გრიგოლ გეგელია, რომელსაც დაავალა მამუკა “უმფროსმა” საკუთარი გულისნადების საქვეყნოდ გაცხადება. გრიგოლმაც მყისვე ქოში უკუღმა ჰყარა და განაცხადა რას ჰქვიან საქართველოს სახელმწიფომ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი. ანაკლია უნდა ააშენოს “კონსორციუმმა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ” ერთობლივადო.
ამის გამგონე მოქალაქეს უნებურად გაგახსენდება ქართული სიბრძნე: “კაცს მამა დაავიწყდა და მამინაცვალს იფიცებდაო”.
დიახ, პოლიტიკური მამინაცვლების სიყვარულით შთაგონებული ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი,” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.
ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულისნადების საქვეყნოდ გაცხადება – ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
პოლიტიკა
Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა
პოლიტიკა