თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ხელისუფლებამ კი არ მოიგო დებატი, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა ადამიანებს, რომ ამ სუბიექტებს, რომლებსაც ოპოზიციას უწოდებენ, ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, პოლიტიკაშიც კი მათი გაკარებაც წარმოუდგენლად საშიში და კატასტროფაა

ედიშერ გვენეტაძე: ხელისუფლებამ კი არ მოიგო დებატი, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა ადამიანებს, რომ ამ სუბიექტებს, რომლებსაც…

წუხანდელმა დებატებმა ქართულ საზოგადოებას დაანახა ერთი უსაშინელესი რამ, რაც სჭირს საქართველოში იმ არსებებს, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ. სახელდობრ, როგორც თავად ხმამაღლა, საქვეყნოდ ამბობენ, ესენი არიან ის კოლექტიური „1000$-იანი ჯო უილსონები“, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, ალბათ ფულის სანაცვლოდ ითხოვენ, რომ ირანამდე აშშ-მ დაბომბოს საქართველო – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით გუშინდელი დებატებით დადასტურდა, რომ ამ ადამიანების, რომლებიც ოპოზიციაში მიიჩნევიან, პოლიტიკაში ყოფნაც კი საშიშია.

„წუხანდელმა დებატებმა ქართულ საზოგადოებას დაანახა ერთი უსაშინელესი რამ, რაც სჭირს საქართველოში იმ არსებებს, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ.
სახელდობრ, როგორც თავად ხმამაღლა, საქვეყნოდ ამბობენ, ესენი არიან ის კოლექტიური „1000$-იანი ჯო უილსონები“, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, ალბათ ფულის სანაცვლოდ ითხოვენ, რომ ირანამდე აშშ-მ დაბომბოს საქართველო, ააოხროს და გაანადგუროს.
რასაც ის სამი ადამიანი წუხელ „რუსთავი 2“-ის ეთერში ლაპარაკობდა, წუხდა და ითხოვდა, ის არასოდეს თავში არ მოსვლია და არ მოუვიდოდა ყორღანაშვილს, ავადსახსენებელ ორჯონიკიძეს და სხვა მათნაირებს.
წუხელ სტუდიაში იჯდა ევრობიუროკრატიის სამი მონა, რომლებიც ხაოდნენ: ჩვენ ევრობიუროკრატიის ვირი-მონები ვართ და რასაც ისინი გვეტყვიან, რაზეც ისინი არ გაბრაზდებიან, რაზეც ისინი არ გვისაყვედურებენ, იმას ვყროყინებთ და მომავალშიც ვიყროყინებთო.
წუხელ დებატებში ოპოზიციური „ტროიკა“ პირდაპირ, ურცხვად, თვალის დაუხამხამებლად ერთხმად ხაოდა – ამჟამინდელი უკრაინა სჯობს დღევანდელ საქართველოს. იმავდროულად, დიდი ალბათობით, ქვეცნობიერში ოცნებობდნენ საქართველოს უკრაინიზაციაზე.
რის სანაცვლოდ? წარმოიდგინოს თავად მკითხველმა. რაც უმთავრესია, მათვე აჩვენეს თავიანთი უკიდეგანო გაუნათლებლობა და უწიგნურობა. მაგალითად, აი ინებეთ:
ჩინეთი არ ყოფილა და არც იქნება ცივილიზებულიო…
ამის შემდეგ ღირს კი რამეზე საუბარი ან შეფასება?
წუხელ გამართულ დებატებზე ალბათ იტყოდა ნიკადრო ქილია: დედა, რა იყო აგი, ა?
განსაკუთრებით თავისი უვიცობით დიახ, უვიცობით და მეტი არაფრით – ყველას გადააჭარბა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა.
მოკლედ, ხელისუფლებამ კი არ მოიგო ეს დებატი, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა ადამიანებს, რომ ამ სუბიექტებს, რომლებსაც ოპოზიციას უწოდებენ, ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, არამედ პოლიტიკაშიც კი მათი საერთოდ გაკარებაც წარმოუდგენლად საშიში და კატასტროფაა.
დიახ, ასეთი მანქურთი ოპოზიციის ყოფნა ქვეყანაში უბედურებაა.“ – წერს გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

13 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

13 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

15 სთ წინ2 წთ