თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა
საქართველო

საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე

საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც…

„საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247, სადაც აღნიშნულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ვინაიდან კომპანია Jan De Nul-ის ორმა ფსკერ დამაღრმავებელმა გემმა შესასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის სამუშაოები დაიწყო.

„ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ახალი კარიბჭე. პროექტის მიზანია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუზარდოს გამტარუნარიანობა კონტეინერების, მშრალი ნაყარი და სხვა ტიპის ტვირთების მიმართულებით, რუსეთისა და სუეცის არხის მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირების პარალელურად. პირველი ეტაპის დასრულება 2029 წელს იგეგმება, როდესაც, სავარაუდოდ, პორტი წლიურად სულ მცირე 600000 TEU-ს (20-ფუტის ეკვივალენტურ ერთეულის) გადაამუშავებს. მეორე ეტაპი კი 2035 წლისთვის გამტარუნარიანობას სულ მცირე 1 მილიონ TEU-მდე გაზრდის. Jan De Nul მონაწილეობს შუა დერეფანთან დაკავშირებულ სხვა საპორტო პროექტებშიც, მათ შორის ყაზახეთში კურიკის პორტის გაფართოებასა და თურქეთში, მერსინის პორტში მიმდინარე დაღრმავებით სამუშაოებში“, – აღნიშნულია სტატიაში.