— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათივე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს – „საქართველო აფხაზეთის გარეშე“

დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა და მოთქმას იწყებს წარსულზე. სახელდობრ, კი წარმოჩენას ცდილობს ომის მძიმე მოვლენების. უფრო მეტიც თავის ჭკუით თითქოსდა ასაბუთებენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მიზანშეუწონლობას – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათივე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს – „საქართველო აფხაზეთის გარეშე“

„დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა და მოთქმას იწყებს წარსულზე. სახელდობრ, კი წარმოჩენას ცდილობს ომის მძიმე მოვლენების. უფრო მეტიც თავის ჭკუით თითქოსდა ასაბუთებენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მიზანშეუწონლობას. გაიხსენეთ რას ამბობდნენ ახლო წარსულში რესპუბლიკელები, ცალკეული მდიდარი ენჯეოები. მერე რა ამბავი ატეხეს ბიძინა ივანიშვილის ქართველ-აფხაზთა და ქართველ-ოსთა შერიგებაზე წარმოთქმული სიტყვის გამო. ახლა კიდევ ე.წ. ოპოზიციონერებმა სინამდვილეში კი გარედან მხარდაჭერილ-მართულებმა ჩვენს დე იურე ტერიტორიაზე და ჩვენი მოქალაქეებისათვის საწვავის შეტანისას.
უფრო მეტიც ეს უსამშობლოები დრო და დრო სიხარულის ყიჟინით ელოდებიან აფხაზეთში უკრაინული დრონების გამოჩენას და გაშმაგებულნი ყვირიან: “დრონები, დრონები, დრონები ჩქარაო”
უდავოა და საბოლოოდ მტკიცდება, რომ ერთი ხელიდან იმართება ეს ყველაფერი. ანუ მკაფიოა რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამიტომაც იყენებენ მათსავე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აყვირებენ: “საქართველო აფხაზეთის გარეშე”.“ – წერს გვენეტაძე.