— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ედიშერ გვენეტაძე: უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის…

აქაური უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ღნავიან და ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს.გაიხსენეთ ჯერ იყო და ნატრობდნენ: მაედანს, შემდეგ სირიას, შემდეგ ყაზახეთს, შემდეგ უკრაინას, შემდეგ ნეპალს, ახლა კიდევ ვენესუელას და ირანს. ამას 24 საათის განმავლობაში აკეთებენ ქვეყნის მტრების მიერ დაფინანსებული ე.წ. ოპოტელევიზიებისა და ქუჩაში მობოდიალე ე.წ. აკაცუკების მეშვეობით- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ღალატი და სამშობლოს მტრობა ადამიანის სულის ისეთივე თანამგზავრია, როგორც სიკეთე და სამშობლოს სიყვარული.

„გამოდის ამ აკაცუკებად წოდებულ სუბიექტებს ანუ საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს, ერის, ბერის, მრევლის მოძულეებს სულმოუთქმელად სურთ ჩვენი ბავშვების, ქალების, მოხუცების, უმწეოების ხოცვა-ჟლეტა, საქართველოს და მისი მოსახლეობის საბოლოოდ აღგვა პირისაგან მიწისა. ასე რომ არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე, ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი პირდაპირი ეთერებით ითხოვდეს სულ მცირე ქვეყნის უკრაინიზაციასა, ვენესუელიზაციას, ირანიზაციას… ხომ წარმოგიდგენიათ ომის წინ რამდენი ასეთი აკაცუკი ჰყავდა მოწინააღმდეგედ გორელი მეჩექმის ბიჭს. ჰიტლერის თავდასხმისთვის დროს ისინი ისე რომ დაეტოვებინა, როგორც ჩვენთან არიან აგერ 13 წელია, რას დამართებდნენ მის საპატრონოდ ჩაბარებულ ქვეყანას? მიუხედავად უმკაცრესი ღონისძიებისა ვლასოვმა და არა მარტო მან მთელი არმია და დივიზიონი ჩააბარეს ალიოზოვიჩს… ამათ გასაქანი და საშუალება რომ მისცე, მათთვის მიუღებელ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს სათითაოდ წამებით ამოაძრობენ სულს, რასაც აკეთებდნენ კიდევაც 2004-2012 წლებში. ასე, რომ ღალატი და სამშობლოს მტრობა ადამიანის სულის ისეთივე თანამგზავრია, როგორც სიკეთე და სამშობლოს სიყვარული. იმიტომ არის შექმნილი სახელმწიფო, რომ ასეთებს მიუჩინოს ისტორიული ვირის სააბანოეთი, რომელსაც საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე სრულიად დამსახურებულად იმსახურებენ.
P.S. თუ ვცდები ამ პერსონალიებს შეფასებაში, რომლებიც დაუფარავად დღისით-მზისით, ღამით, ყოველ წუთსა და წამს აჟიტირებულნი, აღტკინებულნი მოუწოდებენ, ითხოვენ, ელოდებიან ქვეყანაში სისხლისღვრას. სახელმწიფოს მიერ შემოწმებული იქნან შერაცხადობაზე და შესაბამისად ვუმკურნალოთ. ქუტირში(ხონი) ფსიქიატრიულ საავადმყოფოდან ადგილები ბლოკადას კორპუსების მისამატებლად“- წერს გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

13 სთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

13 სთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

14 სთ წინ5 წთ