— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

ეგზიტპოლები: ყაზახეთში ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი ამომრჩეველთა 85%-ზე მეტმა დაუჭირა

ეგზიტპოლები: ყაზახეთში ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი ამომრჩეველთა 85%-ზე მეტმა დაუჭირა

ყაზახეთის ახალი კონსტიტუციის მიღებას რესპუბლიკური რეფერენდუმის მონაწილეთა 86,7%-მა დაუჭირა მხარი. მონაცემებს ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომპლექსური სოციალური კვლევების ინსტიტუტის (ასტანა „სოცის-ა“) გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 87,4%-მა. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ეგზიტპოლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 88,6%.

რეფერენდუმის ცენტრალურ კომისიაში განაცხადეს, რომ აქტივობამ 73,24% შეადგინა. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის.

რეფერენდუმის დასრულებიდან მალევე, ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა განაცხადა, რომ კენჭისყრამ უმაღლეს დონეზე – ღიად და სამართლიანად ჩაიარა. მან ასევე მიულოცა ქვეყნის მოქალაქეებს ახალი კონსტიტუციის მიღება. მისი აზრით, მოქალაქეებმა „აჩვენეს ერთიანობის, სოლიდარობის, პატრიოტიზმისა და სამშობლოს ბედზე საერთო პასუხისმგებლობის ბრწყინვალე მაგალითი“.

ახალი კონსტიტუცია სულ რაღაც 22 დღეში შემუშავდა. მას სახელმწიფო მოწყობაში მასშტაბური ცვლილებები შეაქვს. მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით ხუთწლიანი ვადით აირჩევა.

სხვა შეთავაზებულ სიახლეებს შორისაა: ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე; ქორწინების განსაზღვრა, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი; საპროტესტო აქციების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება.