თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც კარგია საერთო ინტერესებისთვის

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ამჟამინდელ ხელისუფლებას…

ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა კონგრესმენებთან, რომლებიც საკმაოდ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა- განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
სეფაშვილის თქმით, საუბარი შეეხო ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.
მისი თქმით, ის კითხვები, რომლებიც შეხვედრისას კონგრესმენების მხრიდან დაისვა, მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აინტერესებს რეალური ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და აქედან გამომდინარე არის საფრთხეები ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე. მით უმეტეს, იმ გარემოებაში, როდესაც მსოფლიო ფაქტობრივად ცეცხლის ალში არის გახვეული. ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული და ასევე, ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მომავალი ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც არის კარგი საერთო ინტერესების განვითარებისთვის, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც შეიძლება აისახოს ახალი ტიპის “საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც შეიძლება აისახოს ახალი ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობაში, რომლის ჩამოყალიბება თანდათან უფრო რეალურ კონტურებს იძენს, რომლის ჩამოყალიბება თანდათან უფრო რეალურ კონტურებს იძენს. ამის შესახებ საკმაოდ დადებითი მოლოდინებია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი და უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
აღსანიშნავია, რომ ყველა კონგრესმენს ჰქონდა გარკვეული კითხვები საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, მათი ეს კითხვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ინტერესს, რაც მათ გააჩნიათ საქართველოს მიმართ და მე განვიხილავ ამ ინტერესს პოზიტიურ ჭრილში, რადგან ის, რომ მათ სურთ პირველი წყაროდან მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რეალურად არსებობს, ნიშნავს მათ სურვილს, რომ გაერკვნენ ვითარებაში და შესაბამისად ხელი შეუწყონ ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში განვითარებას“-განაცხადა სეფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

11 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

11 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

13 სთ წინ2 წთ