— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი: თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მასზე განხორცელდა ფიზიკური ძალადობა – ეს სიცრუეა და ვაპირებთ სამართლებრივ რეაგირებას

ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი: თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა…

თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ბრალდებულის მხარემ დაზარალებულებთან კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით დაამყარა.

ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულები მზად იყვნენ, ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობის შესამსუბუქებლად გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ იმ შემთხვევაში, თუ ელიზბარაშვილი ჩადენილს მოინანიებდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თითქოს მასზე ფიზიკურად იძალადეს. ბერიანიძე აღნიშნულს „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.


„ჩვენ, როგორც დაზარალებულებს, ჩვენი ინიციატივით არ მიგვიმართავს ბრალდებული მხარისთვის და მათი უფლებადამცველი ადვოკატებისთვის. თავად მათი ინიციატივით მოხდა ჩვენთან დაკავშირება და მათ სურდათ ჩვენი, როგორც დაზარალებული მხარის პოზიციის გაგება. რამდენიმე ადვოკატთან გავაჟღერეთ ეს პოზიცია, რომ თუკი თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და მოინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას ჩვენი მხრიდან იყო შესაძლებლობა, რომ გარკვეული პოზიციები დაგვეფიქსირებინა, რაც მას შეუბსუბუქებდა სამართლებრივ მდგომარეობას. თუმცა, აღნიშნულის შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან კვლავ გადაიდგა ნაბიჯები, კონკრეტულად, მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე განხორცელდა ფიზიკური ძალადობა. ეს გახლავთ მტკნარი სიცრუე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაპირებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. როგორც მე მაქვს ინფორმაცია დაზარალებულებისგან იქამდე სანამ, მე, როგორც მათი უფლებადამცველი ადვოკატი ჩავვერთვებოდი სისხლის სამართლის საქმეში, უშუალოდ მათთან ჰქონდათ სურვილი ბრალდებულის ადვოკატებს კომუნიკაციის და პირადად მათგან სურდათ მოესმინათ პოზიცია სისხლის სამართლის საქმეზე. ჩემი ჩარტის შემდგომ პირადად მე დამიკავშირდნენ“- განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

7 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

7 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

7 სთ წინ3 წთ