თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია
პოლიტიკა

„ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო

„ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა…

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელზე და წინა ხელისუფლებისგან ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე საუბრობს.
მეგრელიშვილი იხსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდს და ოჯახის მიმართ ზეწოლის ფაქტებს.

„პროკურატურამ პირდაპირ გვითხრა, რომ ნახევარი ბიზნესი უნდა დათმოთ, რატომ, რისთვის ამას არ მეუბნებოდნენ, ნუ ასეა საჭირო, ყველა რაღაცას თმობს და პრობლემა ეგ იყო ზუსტად. მაშინ მივხვდი, რომ ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა შიდა გუნდის დაჭერისთვის, რომ ყველასთვის რაღაც პრობლემა უნდა შეექმნა, რომ თუ ვინმე სადმე გავიდოდა, ამ პრობლემებს ამოუტრიალებდა და ან რაღაცას შეედავებოდა, ან რაღაცას წაართმევდნენ. ჩვენ რომ იმ პერიოდში ხმა ამოგვეღო და საჯაროდ გველაპარაკა…. მაშინ იყო ასეთი კანონი, რომ ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა უფლება შესულიყო ნებისმიერ ბიზნესში, დაეკეტა, დაელუქა, შეგიწყვეტდნენ ყველაფერს სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტდა, ფაქტობრივად მშიერი დარჩებოდი. მეც რომ ასე მექცეოდნენ სულ მეუბნებოდნენ და მითუმეტეს, როდესაც ახალგაზრდებმა გაიგეს ყველას გული ჰქონდა აცრუებული, რომ შენ რომ ასე გექცევიან წარმოიდგინე, რომ ვინც არ არის ახლა ამ გუნდის წევრი იმას რას უზამენ.“- აღნიშნავს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილი აღწერს, როგორ მუშაობდა პროკურატურა და მთელი სამართალდამცავი სისტემა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. როგორ არღვევდა სახელმწიფო უწყება კანონით დადგენილ ვადებს და როგორ უზღუდავდნენ მას საკუთრების უფლებას. ამასთან იხსენებს, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ.

„თემა იყო, რომ შევთანხმდით პროკურატურასთან, რომ რაღაცა მაინც უნდა დამეთმო სახელმწიფოსთვის. იმ პერიოდში, რომ შევთანხმდით, კარგი ამას გავაკეთებთ, შემდეგ უცებ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი და მთელი პროკურატურა გადაერთო ივანიშვილზე და ჩვენ, შიდა წრეში ვისზეც ჰქონდათ რაღაცები, ყველას თავი დაგვანებეს. თან იუსტიციის სამინისტროში ჰქონდათ არაკანონიერი განყოფილება, რომელიც ასე ვთქვათ, წითელ ბანს ადებდა ნებისმიერ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. რეესტრში რომ მისულიყავი, ოთხ დღეში პასუხი ხომ უნდა გაგცენ რაღაცაზე?! რეესტრი გიჩერებს ამ ყველაფერს და პასუხსაც არავინ გეუბნება. გეუბნება, რომ მიმართეთ სასამართლოს. ანუ, პასუხი არ არსებობს, რატომ არ გირეგისტრირებენ რაღაცას, რატომ ვერ ყიდი რაღაცას, ამას ვერ ვხვდები. აქედან დაიწყო ჩემი კითხვებიც, რომ რატომ მექცევიან ასე. იუსტიცია, რომელიც არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ასეთი რაღაცა რატომ ხდება, რომ პასუხსაც არ მაძლევენ, რატომ არის ჩემი საკითხი გაჭედილი და მოკლედ, აქედან დაიწყო ეს გამოძიება და როგორც კი წავაგეთ არჩევნები „ნაციონალებმა“, ეგრევე ეს ბანი და ეს განყოფილება საერთოდ გაუქმდა და ყველაფერი დარეგისტრირდა, რაც შეტანილი მქონდა ავტომატურად.“-განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.“-აცხადებს ირაკლი მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

1 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

12 სთ წინ2 წთ
დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო… პოლიტიკა

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

21 სთ წინ2 წთ