თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია
პოლიტიკა

“ნაცმოძრაობის” ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას – ახალგაზრდა,  უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო

“ნაცმოძრაობის” ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა…

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში “საქართველოს დაბადება”, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.

როგორც მეგრელიშვილი იხსენებს, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გამოჩენით, ხალხში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტის გარდა, უკვე იმედი გაჩნდა, ხოლო, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, რომელიც იმ დროს კონცერტებს ატარებდა, მან დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდებს შორის მხარდაჭერის გაზრდაში.

მისივე თქმით, ბერა ივანიშვილი კეთილი, წარმატებული და უშუალო ახალგაზრდა იყო, რომლის მხარეს ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გადავიდა და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტებიც უკვე უძლური იყო.

“მანამდე ოპოზიცია რაც იყო, იყო დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ადვილად ამარცხებდა, მაგრამ, ივანიშვილი იმდენად მითოსური ფიგურა იყო, ის რომ შემოვიდა პოლიტიკაში, არამარტო გაჩნდა პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც ისედაც იყო და არ აკლდა, არამედ, უკვე იმედი გაჩნდა – ეს, არა მარტო დაგვამარცხებინებს სააკაშვილს, არამედ, უკეთეს მომავალს შექმნისო – ასეთი განცდა გაჩნდა. მის წინააღმდეგ “ნაციონალების” მთავარი ხაზი ის იყო, რომ ის იყო რუსული პროექტი და ვინც არ უჭერდა ბიძინა ივანიშვილს მხარს, რუსულ პროექტს ჯობია, ისევ სააკაშვილის ხელისუფლება იყოს – დაახლოებით ასეთი ლოგიკა იყო, მაგრამ, ბერა, რომელიც ახალგაზრდა იყო, იმ პერიოდში ნანუკა ჟორჟოლიანმა ძალიან გააპიარა, კეთილი ბიჭის სახელი ჰქონდა,  უშუალო ადამიანი იყო ძალიან და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, ბერა მაშინ კონცერტებს ატარებდა, რომელსაც ესწრებოდნენ და იქ გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას – მთელი ახალგაზრდები მის კონცერტებზე მიდიოდნენ, მღეროდნენ მასთან ერთად აქ უკვე ჩვენი [“ნაციონალური მოძრაობის”] ახალგაზრდულის პროექტები და შეთავაზებები უძლური იყო,” – განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

1 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

12 სთ წინ2 წთ
დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო… პოლიტიკა

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

21 სთ წინ2 წთ