თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
სპორტი

ეროვნული ნაკრები დღეს ​სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება

ეროვნული ნაკრები დღეს ​სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება

დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს და ბულგარეთს დაუპირისპირდება.

17 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა „მტკ ბუდაპეშტის“ 27 წლის მცველმა, ილია ბერიაშვილმა.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა უპასუხეს.

„გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ორივეს ბევრი აქვს დასაკარგი. ოფიციალური, მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მიუხედავად მარცხისა, იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს“, – განაცხადა სანიოლმა.

კიტეიშვილმა კი გუნდურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ამ შეკრებაზე იგრძნობა, რომ ერთი მიზანი გვაქვს – დავბრუნდეთ წარმატებულ გზაზე. გუნდის თითოეული წევრი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა კიტეიშვილმა.

მატჩი სოფიაში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. არცერთ გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ დარჩა.