— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ერთიანი ნეიტრალური საქართველო: “პარი სენ ჟერმენი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიჯრით მეორედ გახდა. ეს ფაქტი, პარიზში მოქალაქეების მხრიდან ერთმანეთისთვის მილოცვისა და საყოველთაო ზეიმის მიზეზი უნდა გამხდარიყო, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საფრანგეთში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს წარმატების აღნიშვნა სხვანაირად ესმით

ერთიანი ნეიტრალური საქართველო: “პარი სენ ჟერმენი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიჯრით მეორედ გახდა. ეს ფაქტი…

გასულ შაბათს, საფეხბურთო კლუბი „პარი სენ ჟერმენი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიჯრით მეორედ გახდა, რამაც, ბუნებრივია, მათ გულშემატკივრებში უდიდესი სიხარული გამოიწვია. ეს ფაქტი, პარიზში მოქალაქეების მხრიდან ერთმანეთისთვის მილოცვისა და საყოველთაო ზეიმის მიზეზი უნდა გამხდარიყო, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საფრანგეთში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს წარმატების აღნიშვნა სხვანაირად ესმით- ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნახსენებია ის მოვლენები, რომელიც გუნდის გამარჯვების შემდეგ ქალაქში განვითარდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი ფრანგული გამოცემების მიხედვით, „ზეიმმა“ აგრესიული ხასიათი მიიღო, „ფანების“ ნაწილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დააზიანა მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და ველოსიპედები, რასაც, ბუნებრივია პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 პირი დააკავეს, საიდანაც თითქმის 300 ადამიანი პარიზში დააპატიმრეს.

“მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ ადამიანები, რომლებიც საყვარელი გუნდის მატჩზე სტადიონზე ვერ მოხვდნენ, ერთად იკრიბებიან და ქალაქის მოედნებზე, სკვერებსა თუ პარკებში თამაშს დიდ ეკრანზე უყურებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი, მიღწეულ წარმატებას ერთად აღნიშნავენ. როგორც ფრანგული გამოცემები ადასტურებენ, 30 მაისს მთელი საფრანგეთის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით 40 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა „პარი სენ ჟერმენისთვის“ ფინალურ მატჩში სწორედ ამ ფორმით ეგულშემატკივრა, თუმცა მთავარი მოვლენები მათი საყვარელი გუნდის გამარჯვების შემდეგ განვითარდა. როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, „ზეიმმა“ აგრესიული ხასიათი მიიღო, „ფანების“ ნაწილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დააზიანა მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და ველოსიპედები, რასაც, ბუნებრივია პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ამის შემდეგ, „გულშემატკივრები“ პოლიციას დაუპირისპირდნენ, სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკაც გამოიყენეს და ადამიანთა მცირე ჯგუფმა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში შეჭრაც კი სცადა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. საბოლოოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 პირი დააკავეს, საიდანაც თითქმის 300 ადამიანი პარიზში დააპატიმრეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საფრანგეთში ტრიუმფალური საფეხბურთო გამარჯვებების აღნიშვნა საყოველთაო ქაოსში გადაიზარდა. მსგავსი შემთხვევები 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და გასულ წელს იმავე „პარი სენ ჟერმენის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგაც დაფიქსირდა. სამწუხაროდ, შარშან „ზეიმი“ ტრაგიკულად დასრულდა და ორი ადამიანი დაიღუპა”- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

10 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

12 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

13 სთ წინ3 წთ