— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბეირუთზე დარტყმა ისრაელის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებდა და მას „გიჟი“ უწოდა

„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბეირუთზე დარტყმა ისრაელის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო…

სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მწვავედ გააკრიტიკა. „გიჟი ხარ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წერს.

როგორც „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბეირუთზე დარტყმის განხორციელება ისრაელის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებდა.

წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის ლიდერს „გიჟი“ და „უმადური“ უწოდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ტრამპმა განაცხადა, რომ მის გარეშე ნეთანიაჰუ, შესაძლოა, ციხეშიც აღმოჩენილიყო.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა განუცხადა ნეთანიაჰუს: „გიჟი ხარ. მე რომ არა, ციხეში იქნებოდი. მე გეხმარები. ახლა ყველას სძულხარ. ამის გამო ყველას სძულს ისრაელი“.

მეორე წყარომ, რომელიც სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებული იყო, განაცხადა, რომ ტრამპი „გაბრაზებული“ იყო და ერთ მომენტში ნეთანიაჰუს დაუყვირა: „რა ჯანდაბას აკეთებ?!“ როგორც წყარო აცხადებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „კარგი, კარგი, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ყველაფერი მოგვარებულია“.

როგორც გამოცემა წერს, ეს ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სატელეფონო საუბარი იყო. წყაროების შეფასებით, ტრამპის გაღიზიანების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ლიბანში ესკალაცია საფრთხეს უქმნიდა აშშ-სა და ირანის შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებთან შუამავლების მეშვეობით გამართული კონტაქტების შედეგად მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.