— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ანკარიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქულმა ავიაკომპანია Ajet-მა პირველი 150 მგზავრი ჩამოიყვანა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ანკარიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქულმა ავიაკომპანია Ajet-მა პირველი 150 მგზავრი…

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქები ერთმანეთს კვლავ პირდაპირი ავიარეისებით დაუკავშირდნენ. თურქულმა ავიაკომპანია Ajet-მა უკვე ჩამოიყვანა პირველი 150 მგზავრი ანკარიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, – აღნიშნულია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ფრენები ანკარა-თბილისი-ანკარის საჰაერო ხაზზე Boeing 737-800 და Airbus 320 / 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით, კვირაში 4-ჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიას“ ორგანიზებით რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიებით დახვდნენ. მგზავრთა შორის იყო AJet-ის გენერალური დირექტორი კერემ სარპი, საქართველოში თურქეთის ელჩი არჩილ კალანდია, ასევე აეროპორტისა და AJet-ის ხელმძღვანელი პირები. თბილისის მიმართულებით პირველი რეისის შესრულებამდე ოფიციალური ცერემონია გაიმართა ანკარის ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში.

თურქული კომპანია Ajet-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 2024 წლის აპრილიდან ასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აღნიშნულმა ავიაკომპანიამ ფრენების სიხშირე გაზარდა და 1 აგვისტოდან სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე დღეში ორჯერ დაფრინავს.

ამ დროისთვის AJet ანკარიდან 24 ქვეყნის 30 ქალაქში დაფრინავს. ავიაკომპანია ორიენტირებულია ქსელის გაფართოებაზე, ფლოტის გაზრდაზე და საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე უფრო მსხვილ მოთამაშედ ჩამოყალიბებაზე.

„ტავ ჯორჯია“, პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით, ორიენტირებულია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებების განვითარებაზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ რეისებს დღეის მდგომარეობით, ჯამში, 70-ზე მეტი ავიაკომპანია ასრულებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ