— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სტიქია ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კასტილიისა და ლეონის რეგიონში მოხდა. ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ჩვილი კი დაშავდა.

ესპანეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შვიდ რეგიონში შტორმებისა და ძლიერი წვიმის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა ესპანეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის შემდეგ დაფიქსირდა. ძლიერმა სიცხემ ბოლო პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაერთი მასშტაბური ტყის ხანძარი გამოიწვია.