— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღდეგება

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას…

ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც სქესი სხვა ქვეყანაში შეიცვალეს, უნდა ჰქონდეთ საშუალება განაახლონ თავისი მონაცემები სქესის შესახებ, ხოლო თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის უფლებას მათ არ აძლევს, ეს ევროკავშირის სამართლის დარღვევაა.

ევროკავშირის სასამართლომ აღნიშნული დადგენილება ბულგარელი ტრანსგენდერის საქმის მაგალითზე გამოიტანა. კერძოდ, საქმეში აღნიშნულია, რომ ადამიანი დაიბადა ბულგარეთში მამაკაცად. ზრდასრულ ასაკში ის საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და იქ სქესი შეიცვალა. ამის შემდეგ მას სამშობლოში დოკუმენტების განახლება მოუნდა.

მისი გენდერული იდენტობისა და სამედიცინო შეფასებების დამადასტურებელი საბუთების არსებობის მიუხედავად, ბულგარეთმა ტრანსგენდერის თხოვნას უარით უპასუხა. ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა.

ბულგარეთის უზენაესმა საკასაციო სასამართლომ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ბულგარეთის კანონმდებლობა, რომელიც სქესს განსაზღვრავს, როგორც ბიოლოგიურ მოვლენას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას კრძალავს, ევროკავშირის სამართალს შეესაბამება. ამის გამო ბულგარეთის სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა.

ევროკავშირის სასამართლომ, თავის მხრივ, დაადგინა, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც სქესის შესახებ მონაცემების განახლების საშუალებას არ იძლევა, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემის საკითხი წევრი სახელმწიფოების პრეროგატივაა, ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ხდებოდეს.

ევროკავშირის სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ადამიანის ფაქტობრივ იდენტობასა და ძველ დოკუმენტებს შორის არსებული შეუსაბამობა მას პრობლემებს შეუქმნის ნებისმიერი შემოწმების ან ტრანსსასაზღვრო მოგზაურობის დროს.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

5 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

9 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 სთ წინ2 წთ