— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ევროკომისია, გაფართოების ანგარიშში, „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული თავად აღიარეს და მოინანიეს

ევროკომისია, გაფართოების ანგარიშში, „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ…

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

საუბარია 2024-2025 წლებში პარლამენტთან და პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე, რომლებმაც დანაშაული თავად აღიარეს და მოინანიეს კიდეც. ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ადამიანი შეიწყალა, რადგან მათ ბრალი აღიარეს.

„აგვისტოში პრეზიდენტმა დანაშაულის აღიარების შემდეგ შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად იყვნენ დაკავებული. თუმცა, გაცილებით მეტი ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ დაკავებულთა დიდ ნაწილთან ბრალის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შედეგად, ათეულობით ადამიანი უკვე თავისუფალია.

ევროკომისია მოითხოვს ყველა ადამიანის გათავისუფლებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ციხეში სასჯელს იხდიან ისეთი პირებიც, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდნენ სამართალდამცველებს.

მსგავსი სიახლეები.