— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ევროკომისიის კანონის უზენაესობის ინდექსი: ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა, მეორე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა

ევროკომისიის კანონის უზენაესობის ინდექსი: ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა, მეორე ყველაზე კორუმპირებული…

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები გამოავლინა.

ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კორუფციის არარსებობას ხელისუფლებაში და განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მექრთამეობას; საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას; საჯარო სახსრების და რესურსების მითვისებას. კორუფციის ეს სამი ფორმა შესწავლილია აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, ჯარის, პოლიციის და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან მიმართებაში.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.