— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში  16-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია:  გერმანია, დიდი ბრიტანეთი,  ნიდერლანდები, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი,  ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია,  ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია,  რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია.

„ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის — როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად. „ევრობარომეტრი“ უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.

„ევრობარომეტრის“ პროექტი 1974 წელს, ევროკომისიის ფარგლებში, ჟაკ-რენე რაბიემ — ჟან მონეს ყოფილმა თანამშრომელმა და ინფორმაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა — წამოიწყო; თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება, რომელიც „ევროპელებს საკუთარ თავს დაანახებდა“. მას შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, მათ შორის გამოკითხვის სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვის გზით. 2007 წელს ევროპარლამენტმა დაიწყო „ევრობარომეტრის“ გამოკითხვების საკუთარი რეგულარული სერიის განხორციელება, სადაც ყურადღება მახვილდებოდა, მათ შორის, უშუალოდ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროპული არჩევნები. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გარდა, დღეს „ევრობარომეტრის“ გამოკითხვებს ევროკავშირის არაერთი სხვა ინსტიტუტი და სააგენტოც იყენებს.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად გაშუქებული თემების მრავალფეროვნება, პუბლიკაციების რეგულარულობა და ფართო გეოგრაფიული მოცვა „ევრობარომეტრს“ ევროკავშირში ცოდნისა და ინფორმაციის უნიკალურ წყაროდ აქცევს.

https://www.worldbank.org/content/dam/sites/govindicators/doc/EUB-2026.xlsxhttps://www.worldbank.org/en/publication/worldwide-governance-indicators

მსგავსი სიახლეები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ
ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს… საქართველო

ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი

30 სექტემბერი4 წთ