თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

Financial Times: ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს

Financial Times: ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი…

ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით სულ მცირე 3.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, მიუხედავად იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კრემლის ნავთობის შემოსავლების შეზღუდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ამ ვაჭრობიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო კომპანია Dynacom Tankers-მა, რომელიც ბერძენმა მილიარდერმა დააფუძნა.

Financial Times-ის გამოთვლებით, Dynacom-მა რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვით მინიმუმ 915 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს შეადგენს.

შემდეგ მოდის Onassis Group-ის კომპანია. Olympic Shipping and Management-მა ამ ვაჭრობიდან სულ მცირე 404 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ათენში ბაზირებულმა ტანკერების კომპანიებმა, Stealth Maritime-მა და Polembros Shipping-მა 200 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ნავთობით ვაჭრობა ნებადართულია მანამ, სანამ ის „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვრის წესებს შეესაბამება. მთავრობები მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომ შეზღუდვას ცდილობენ, რამაც შესაძლოა, ბერძნულ ვაჭრობას წერტილი დაუსვას.