— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით, ევროპა პუტინის ომის მანქანას უფრო მეტ ფულს უხდის, ვიდრე უკრაინას

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით, ევროპა პუტინის ომის მანქანას უფრო მეტ ფულს უხდის…

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ მური აცხადებს, რომ ევროპა პუტინის ომის მანქანის დაფინანსებაზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე.

რიჩარდ მურის თქმით, ევროპისთვის სამარცხვინო სტატისტიკაა, რომ ისინი ჯერ კიდევ ყიდულობენ იაფ რუსულ საწვავს, რითაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კომფორტს უქმნიან.

ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, რეალურად ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

„ევროპისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო სტატისტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის კვლავ დიდ ფულს დებს პუტინის სამხედრო მანქანაში, ვიდრე უკრაინას აძლევს, ყიდულობს რა ნავთობპროდუქტებსა და გაზს. ასეთი რამ როგორაა შესაძლებელი, არა?!“, – განაცხადა მურმა.