თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე – ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე – ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და…

ჩვენ ვიცით ჩვენი გზა – ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის დაკვეთით ამ სპირალიდან, როდესაც საქართველო შესციცინებდა თვალებში ნებისმიერ მის პარტნიორს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მკაფიოდ გაცხადებული გეზი გულისხმობს საქართველოს საუკეთესო ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას და აქედან გამომდინარე ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან მხოლოდ თანასწორ საწყისებზე.

კირცხალიას განმარტებით, სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა არის ყველანაირი კეთილდღეობის საწინდარი, ვინაიდან, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ეკონომიკური მდგრადობის მიღწევა, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს სუვერენიტეტის და გეოპოლიტიკური პოზიციების განმტკიცებისთვის.

“ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე – ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები და პარტნიორობა, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა, ნებისმიერი კუთხით, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ ა.შ. – მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე. ამას ყველგან ვიმეორებთ და ყოველთვის გავიმეორებთ. დამერწმუნეთ, ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, ნებისმიერ ვიზიტში, ამ პათოსით, საზოგადოების მხრიდან ამ დაკვეთით დავდივართ. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენი გზა, შიდა პოლიტიკური საქმეები, საგარეო ხედვა და ეს ემყარება ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს – სამშვიდობო პოლიტიკა. სამშვიდობო პოლიტიკა არის ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საწინდარია ყველა კეთილდღეობისა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის გამყარების. როდესაც ნებისმიერ კავშირზე, ნებისმიერ მეგობარზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მთავარი ფორმულა მსოფლიოში არის ის, რომ ქვეყანა, რომელსაც სურს, იაროს თავაწეულმა, იყოს რომელიმე კავშირის წევრი და ღირსეულად არსებობდეს გეოპოლიტიკურად და იღვაწოს საგარეო პოლიტიკაში, ის ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი. ეკონომიკური მდგრადობა მოაქვს იმ პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენ დაგვიკვეთა ქართულმა საზოგადოებამ,” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ