— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
საქართველო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თსუ-ის ქუთაისის პროფესიული განათლების ცენტრის რეაბილიტაციას 1 მილიონ 300 ათასი ლარით დააფინანსებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თსუ-ის ქუთაისის პროფესიული განათლების ცენტრის რეაბილიტაციას 1 მილიონ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრა, სადაც სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მათ ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვა.

მინისტრმა თსუ-ის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ცენტრს 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გადაეცემა.

გივი მიქანაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვისა და ⁠ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების უზრუნველყოფაზე.

2025 წელს თსუ-ის პროფესიულ პროგრამებზე თბილისისა და ქუთაისის ცენტრებში, ჯამში 18 პროგრამაზე 500-მდე სტუდენტმა დაიწყო სწავლა. მათ შორის, ქუთაისში 260 სტუდენტი ისწავლის. 2025 წელს თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრმა მიღება გამოაცხადა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, საექთნო განათლება, Front-End დეველოპმენტი, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება და ღონისძიების ორგანიზება.

თსუ-ის პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ 2025 წლის მიღებაზე 2 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

თსუ-ში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ