თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი იუთუბერების მიერ ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვაზე: ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ, სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან – ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში

გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი იუთუბერების მიერ ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვაზე: ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის…

ლეიკემიით დაავადებულთა შესახებ იუთუბერების დაცინვის ვიდეოს, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი, ელზა ფარცვანია ეხმიანება და წერს, რომ ამ “სკეტჩში” მონაწილეებმა, ყველა ონკოპაციენტის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადონ.

ფარცვანიას განცხადებით, მისი 13 წლის გოგონა თმის გარეშე გარდაიცვალა და ამ თემაზე ხუმრობა თუ დაცინვა დასაგმობია, ხოლო თავად ხუმრობის ავტორების ადამიანობა სამარცხვინოა.

“ვინ ხართ? საიდან მოხვედით? აზრზე ხართ საერთოდ ამ ცხოვრების? ვგმობ მსგავს “ხუმრობას” თუ “დაცინვას”. ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ, სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი ანგელოზი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან, ეს მათხოჯები კი ხუმრობენ. ჩემი შვილის და ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში. თუმცა, მჯერა, რომ არც ხუმრობის ფასი იცით და არც ბოდიშის ფასი გეცოდინებათ სამწუხაროდ,” – წერს გარდაცვლილი გოგონას მშობელი.