— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
საქართველო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 107 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 107 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 107 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 30 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ორ მილიონ ლარზე მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის თვის სტატისტიკას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 11 ფაქტი; მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 1 ფაქტი შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ… საქართველო

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას

4 დღის წინ3 წთ
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული… საქართველო

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს

5 დღის წინ7 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი

7 დღის წინ1 წთ