თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინო მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 250-მდე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინო მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 250-მდე ღონისძიებაზე იყო…

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო 21 გამოფენა/ფესტივალსა და 220-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

ამავე პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში 13 ღვინის ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

ასევე აღსანიშნავია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამართული ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას. საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 18 გამოფენა/ფესტივალი და 5 დეგუსტაცია/კონკურსი გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692.969 ლარი ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ მიიღო.

ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა და 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.