— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო ჰელსინკიში იყო წარდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო ჰელსინკიში იყო წარდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანია ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკიში, ღვინისა და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში, VIINI & RUOKA-ში მონაწილეობდა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო წლებში მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა. ფინეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გამართა, რის შედეგადაც აღნიშნულ ქვეყნებში გამოიკვეთა ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება.

გამოფენა VIINI & RUOKA ფინეთში მეღვინეობის სფეროში ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებად ითვლება, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, პოტენციურ იმპორტიორებს ადგილზე გააცნონ საკუთარი პროდუქცია და ახალი სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ.

გამოფენაში მსოფლიოს მეღვინეობის წამყვანი ქვეყნების 100-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა და მას, ტრადიციულად, 10 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო.

გამოფენას ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

მიმდინარე წელს ფინეთში ქართული ღვინო ასევე წარდგენილი იყო ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში, The Finnish House of Nobility-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 21 გამოფენა/ფესტივალსა და 220-მდე დეგუსტაცია-სემინარზე; უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში ღვინის 13 ტური გაიმართა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ