— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გია აბაშიძე: 2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმს-საქართველოს უკვე არსებულ ტურისტულ პროდუქტს ემატება ახალი შრე – ტექნოლოგიური და ინოვაციური ტურიზმი. სწორედ ამ გაფართოებაშია საქართველოს მომავალი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაც

გია აბაშიძე: 2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და ინოვაციების…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ტურისტული პოტენციალი იზრდება – არა ძველი შესაძლებლობების ნაცვლად, არამედ მათზე ახალი მიმართულებების დამატებით.

„ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია უკვე აქვს ის, რაც ტურიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია: სტუმართმოყვარეობის ძირძველი ტრადიცია, კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება, ღვინო და სამზარეულო. ახლა ამ რესურსებს ემატება ტექნოლოგიები, ინოვაციები, განათლება და ახალი ბიზნესშესაძლებლობები.
სწორედ ამ გაფართოებული პოტენციალის კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ნასერ ალ ნუვაისის შეფასება საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე“ – წერს გია აბაშიძე.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, კიდევ უფრო საინტერესოა, რომ 2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმს, რომლის თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

„ეს უბრალოდ ახალი ღონისძიება არ არის. საქართველოს უკვე არსებულ ტურისტულ პროდუქტს ემატება ახალი შრე – ტექნოლოგიური და ინოვაციური ტურიზმი. სწორედ ამ გაფართოებაშია საქართველოს მომავალი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაც“, – წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

9 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

13 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

13 სთ წინ2 წთ