— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე ბრიუსელის ღონისძიებაზე: საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს – იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს

გია აბაშიძე ბრიუსელის ღონისძიებაზე: საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც…

16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი შეხვედრას არ დაესწრება, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბრიუსელმა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და გააცნობიეროს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში თავადვე შექმნილი ბარიერების გადალახვა და ჩატეხილი ხიდების აღდგენა მოუწევს.

მისივე შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა ეს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის პირობებში უნდა ხდებოდეს და არა კარნახისა და ზეწოლის გზით.

„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს.
ფაქტი სახეზეა: 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი შეხვედრას არ დაესწრება.
დროა, ბრიუსელში რეალობას თვალი გაუსწორონ: არაშორსმჭვრეტელ ევროკრატებს სხვადასხვა მიმართულებით უკვე უწევთ და მომავალშიც კიდევ უფრო ინტენსიურად მოუწევთ იმ ხიდების აღდგენა, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობაში თავადვე, სრულიად უსაფუძვლოდ ჩატეხეს.
რაც შეეხება მუდმივ სპეკულაციებს საქართველოს „ჩამორჩენაზე“ — ევროინტეგრაციის რეალურ გზაზე ჩვენი პროგრესი და რეფორმები სახეზეა და ამას მიუკერძოებელი საერთაშორისო ანალიტიკოსებიც აღიარებენ. ხოლო თუ „ჩამორჩენაში“ მახინჯი იდეოლოგიური დიქტატისა და ნეოკოლონიალისტური მითითებების უსიტყვოდ შესრულებაზე უარს გულისხმობენ, მაშინ ასეთ „ჩამორჩენაში“ ყოფნა არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ აუცილებელიც არის.
საქართველო ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის პირობებში და არა მუდმივი კარნახისა და ზეწოლის რეჟიმში. ეს გზავნილი ბრიუსელისთვისაც ზედმიწევნით კარგად არის ცნობილი.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.