— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
პოლიტიკა

გია აბაშიძე დარინა მიქელაძეზე: როცა სექტის მოტლიკინე ნაცპლანქტონები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს საჯაროდ იმ სიტყვებით მოიხსენიებენ, რომლებსაც მათი ბინძური ენა კარნახობს, ეს უბრალოდ უტიფრობა აღარ არის — ეს სრული მორალური კოლაფსია. იქ, სადაც ბავშვების ღირსებას ასე დაუნდობლად ლახავენ, ადამიანურობის ნიშანწყალიც კი აღარ რჩება

გია აბაშიძე დარინა მიქელაძეზე: როცა სექტის მოტლიკინე ნაცპლანქტონები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს საჯაროდ იმ სიტყვებით…

კიკუ ფსევდოუფლებადამცველების „თვალის ჩინი“ მხოლოდ მაშინ ინთება, როცა გრანტის გამცემი უბრძანებს. ხოლო როცა ბავშვების ღირსებას საჯაროდ ლახავენ, მათი ცნობილი „სამოქალაქო პოზიცია“ მაშინვე ქრება — უჩინმაჩინის ქუდს ირგებს და ღრმა ძილს ეძლევა, — წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაცმოძრაობის” აქტივისტ დარინა მიქელაძეზე, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებზე გამოქვეყნებულ პოსტში, ირონიულად სვამს კითხვას: „ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს?“

აბაშიძე აღნიშნავს, რომ ეს არის რადიკალების სრული სულიერი დეგრადაცია – მორალური ქცევის პაროდია, სადაც ე.წ. ლიბერალები საკუთარ ორმაგ სტანდარტში ისე არიან ჩაფლულები, თითქოს სინდისი მხოლოდ პოლიტიკური ბანაკის საზღვართან იწყებოდეს და მთავრდებოდეს.

„ნაცაქტივისტის, დარინა მიქელაძის მსგავსი ნაგვების ფსევდოლიბერალური ფასადი ზუსტად იქ იფშვნება, სადაც მათი ნამდვილი, დაუნდობელი ბუნება ვლინდება.
როცა სექტის მოტლიკინე ნაცპლანქტონები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს საჯაროდ იმ სიტყვებით მოიხსენიებენ, რომლებსაც მათი ბინძური ენა კარნახობს, ეს უკვე უბრალოდ უტიფრობა აღარ არის — ეს სრული მორალური კოლაფსია. იქ, სადაც ბავშვების ღირსებას ასე დაუნდობლად ლახავენ, ადამიანურობის ნიშანწყალიც კი აღარ რჩება.
მაგრამ ყველაზე მძაფრი მიუღებლობა თავად ამ მავნებლების კი არა, მათი მუნჯი ამალიკების მიმართ იგრძნობა. ეს თანასექტანტების დუმილიანი „კურთხევაა“ — სექტური სიბრმავე, სადაც „ჩვენიანის“ ნებისმიერი სისაძაგლე მყისიერად იწმინდება.
ამათთვის ადამიანის ღირსება კი არა, მხოლოდ პოლიტიკური ბელადის კალოშებია სალოცავი.
კიკუ ფსევდოუფლებადამცველების „თვალის ჩინი“ მხოლოდ მაშინ ინთება, როცა გრანტის გამცემი უბრძანებს. ხოლო როცა ბავშვების ღირსებას საჯაროდ ლახავენ, მათი ცნობილი „სამოქალაქო პოზიცია“ მაშინვე ქრება — უჩინმაჩინის ქუდს ირგებს და ღრმა ძილს ეძლევა.
ეს რადიკალების სრული სულიერი დეგრადაციაა — მორალური ქცევის პაროდია, სადაც ე.წ. ლიბერალები საკუთარ ორმაგ სტანდარტში ისე არიან ჩაფლულები, თითქოს სინდისი მხოლოდ პოლიტიკური ბანაკის საზღვართან იწყებოდეს და მთავრდებოდეს.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

1 სთ წინ3 წთ
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

1 სთ წინ3 წთ
გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30… პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება

1 სთ წინ2 წთ