— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი, საფრანგეთში პროცესებია – პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპაში არსებულ გამოწვევებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახულ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპისთვის „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის შესახებ ამერიკული გაფრთხილება, რომელსაც ევროპული პოლიტიკური ელიტის ნაწილი თავდაპირველად ირონიით შეხვდა, სულ უფრო აქტუალური ხდება.

როგორც აბაშიძე წერს, 2025 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, ევროპა შესაძლოა, 20 წელიწადში ან უფრო ადრეც „ამოუცნობი“ გახდეს.

ანალიტიკოსის შეფასებით, ვაშინგტონი ევროკავშირსა და სხვა ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებს უკონტროლო მიგრაციის დაშვებასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიმართ ევროპის დამოკიდებულებასა და უკრაინის ომის საკითხზეც.  

მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პროფესიონალი ევროპელი სტრატეგებისა და ანალიტიკოსების მიერ დანახული საფრთხეები ყოველთვის ვერ ხვდება ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილების მიმღებთა პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა — ტრამპის ადმინისტრაციის შარშანდელი გაფრთხილება, რომელსაც ევროპული ელიტა დასცინოდა, სულ უფრო აქტუალურად ჟღერს.

2025 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, ევროპა 20 წელიწადში ან უფრო ადრეც შეიძლება „ამოუცნობი“ გახდეს. ვაშინგტონი საფრთხის მთავარ მიზეზებად ასახელებს მასობრივ მიგრაციას, შობადობის კლებას, ეროვნული იდენტობის შესუსტებას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და პოლიტიკური ელიტის დაშორებას საზოგადოებისგან. ამ ყველაფერს ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის დაკარგვაც ემატება.

სტრატეგია ევროკავშირსა და სხვა ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებს უკონტროლო მიგრაციის დაშვებასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი ასევე ეჭვქვეშ აყენებს, შეინარჩუნებენ თუ არა ევროპის ზოგიერთი ქვეყანა იმ ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალს, რომელიც მათ აშშ-ის საიმედო მოკავშირეებად დარჩენისთვის სჭირდებათ.

დოკუმენტის შეფასებით, ევროპას რუსეთის მიმართ თავდაჯერებულობა აკლია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა აქვთ. უკრაინის ომის საკითხზე სტრატეგია ზოგიერთი ევროპული მთავრობის მოლოდინებს „არარეალისტურად“ მიიჩნევს. ამასთან, ვაშინგტონი ნატო-ს მუდმივი გაფართოების შეჩერებასა და ევროპის მიერ საკუთარ თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს.

 განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დემოგრაფიული პროგნოზიც: დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე ათწლეულში ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნის მოსახლეობაში არაევროპული წარმოშობის ადამიანები შეიძლება უმრავლესობად იქცნენ. ამერიკული სტრატეგია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, შეინარჩუნებენ თუ არა ამ ქვეყნების მომავალი თაობები აშშ-სთან ალიანსისადმი დღევანდელ დამოკიდებულებას.

 ევროკრატია ამ გაფრთხილებებს სარკაზმით შეხვდა. თუმცა სტრატეგიული პროგნოზების უგულებელყოფა ვაშინგტონის მიერ აღწერილ რისკებს ვერ აუქმებს. დემოგრაფიული ცვლილებები, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების ნდობის შემცირება ხანგრძლივი პროცესებია, რომელთა შედეგების გამოსწორებაც დაგვიანების შემთხვევაში გაცილებით რთულდება.

პრობლემა ისიცაა, რომ პროფესიონალი ევროპელი სტრატეგებისა და ანალიტიკოსების მიერ დანახული საფრთხეები ყოველთვის ვერ აღწევს ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილების მიმღებთა პოლიტიკურ დღის წესრიგში. საზოგადოების შეშფოთებასა და პოლიტიკური ელიტის პოზიციებს შორის მზარდი უფსკრული კი სულ უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემად იქცევა.

 შეძლებენ თუ არა ევროპელი ამომრჩევლები არსებული კურსის შეცვლას და პოლიტიკური ელიტის იძულებას, ამ გამოწვევებს რეალური პასუხი გასცეს? ამას კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყნების მომავალი არჩევნები გვიჩვენებს — მიუხედავად იმისა, რამდენად შეეცდება ბრიუსელი არასასურველი განწყობების შეკავებას პოლიტიკური ზეწოლით თუ სხვადასხვა არადემოკრატიული მექანიზმებით.

P.S. ამ ყველაფრის ფონზე, ევროკრატია კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციებითა და შანტაჟით ბრძოლას. ევროჩინოსნებს, როგორც ჩანს, საქართველოსთვის ჭკუის სწავლებაზე მეტი საზრუნავი არ აქვთ, მაშინ როცა საკუთარ კონტინენტზე დაგროვილი პრობლემები სულ უფრო მწვავდება.

შედეგი? ევრორეზოლუციები და პოლიტიკური მუქარები ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად აღიქმება არა როგორც ავტორიტეტული გზავნილი, არამედ როგორც პოლიტიკური კლოუნადა. ევროპას საკუთარი კრიზისის გააზრება უჭირს, მაგრამ „ურჩი“ საქართველოსთვის ჭკუის სწავლება არ ავიწყდება“, – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი, საფრანგეთში პროცესებია – პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია

1 წთ წინ1 წთ
თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?

2 სთ წინ2 წთ
შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან… პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან

3 სთ წინ5 წთ