— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: „გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა – თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?

მისივე თქმით, ბუჩუკურს ავიწყდება, რომ გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ბერლინის სასტუმროს ნომრიდან, ვიდეოჩართვის საშუალებით აძლევდა ჩვენებას.

„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?
სასტუმროში ბრიფინგის გამართვა საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ „ჭკუის კოლოფს“, ანა ბუჩუკურს, უცხოელი პოლიტიკოსების მიერ სასტუმროებში გამართული ბრიფინგებიც არასდროს უნახავს?! რატომ ბაძავს „ტოპ-ტვინ“ გრიგოლ გეგელიას, რომელიც აჭარასა და იმერეთში ლუდს რატომღაც ვერ აგნებს?
მაგრამ აი, რა გამორჩა „გახაროიდ“ ბუჩუკურს: თუ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა „პიარულად” წამგებიანია, მაშინ რა ჰქვია მოღალატე გიორგი გახარიას საქციელს, რომელიც ბერლინის სასტუმროს ნომრიდან, ვიდეოჩართვის საშუალებით, ჩვენებას აძლევდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას?
ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ წარმოდგენა რომ ჰქონდეს, დეპუტატ გორდულაძის ქმედებაში სკანდალს ვერ დაინახავდა. ჯერ საკუთარ უცოდინრობას სხვის პოლიტიკურ სატირად ასაღებს, ბოლოს კი თავად ხდება იმ კლოუნადის მთავარი მონაწილე, რომელშიც გახარია და მისი რაზმი დრეიფობენ.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.